|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების და თანამშრომლების მხარდასაჭერად ქუთაისში აქცია გაიმართა

 "თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე"- ამ მოწოდებით ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისში აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების და თანამშრომლების მხარდასაჭერად  შეიკრიბნენ.

მათი თქმით, პროცესები, რაც მიდის აჭარის ტელევიზიაში ცუდად აისახება დემოკრატიის ხარისხზე და თავისუფალ მედიაზე ზეწოლა არ უნდა ხდებოდეს.

"საგანგაშო და ამაზრზენი პროცესები მიმდინარეობს აჭარის საზოგადიებრივ მაუწყებელში. ტელევიზის დირექტორი ერთი ხელით ანადგურებს მაუწყებლის იდეას და მეორე ხელით სამსახურიდან ათავისუფლებს პროფესიონალ კადრებს, ჩვენ ჟურნალისტები სოლიდარობას ვუცხადებთ აჭარელ კოლეგებს და ვუშვეთ გზავნილს, "თავისუფალი მედია" შეზღუდვების გარეშე". მედიაზე ზეწოლა ცუდად აისახება დემოკრატიის განვითარებაზე"-აცხადებენ ჟურნალისტები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა