|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში 201 ბავშვი შიმშილის ზღვარზეა- "ფლანგვის დეტექტორი" მერიას თანხების არასწორ განკვარგვაში ადანაშაულებს

 ბაღდათის ბიუჯეტიდან ორჯერ მეტი თანხა  იხარჯება რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ვიდრე გაჭირვებულთა სოციალურ უზრუნველყოფაზე - ამის შესახებ ინფორმაციას  არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობითი მონიტორინგის ცენტრის“ მედიაპროექტის ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს.

 დეტექტორის ინფორმაციით, ბაღდათში 21,700 მოსახლეა, საიდანაც 1,777 ადამიანი - 8%  უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ბიუჯეტი კი საშუალოდ 10 მილიონი ლარია. 2013-19 წლებში ბაღდათში სპორტზე,  რელიგიასა და კულტურაზე  7, 1 მილიონი ლარი დაიხარჯა,  იმ დროს როდესაც მუნიციპალიტეტში 201 ბავშვი შიმშილის ზღვარზეა.

"ბაღდათის მუნიციპალიტეტში 21,700 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი საშუალოდ 10 მილიონი ლარია. ბაღდათში სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით 1,777 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, საიდანაც
201 ბავშვია (17 წლამდე ასაკის).

ბაღდათის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს მუნიციპალიტეტში კულტულური და სპორტული ღონისძიებების, აგრეთვე რელიგიის დაფინანსებისთვის. აღნიშნული ხარჯებმა 2013-2019 წლებში 7,130,210 ლარი შეადგინა, საიდანაც 243,500 ლარი ეპარქიის დაფინანსება დაჯდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სუბსიდიები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკლესიის მიმართ, არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად საპატრიარქოსთვის გადაცემულ 25 მილიონ ლარში.

შედარებისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისთვის - რაშიც იგულისხმება ადგილობრივი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სხვადასხვა შეღავათების მინიჭება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, უფასო სასადილოებით უზრუნველყოფა და ა.შ. - მუნიციპალიტეტი ორჯერ ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე სპორტის, რელიგიის და კულტურის დაფინანსებისთვის. კერძოდ: 2013-2015 წლებში აღნიშნულმა ხარჯმა 3,343,800 ლარი შეადგინა"-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


სოციალურად დაუცველთა დაფინანსების  საკითხი აქტუალური  ბაღდათის მუნიციციპალიტეტში მომხდარი ტრაგედიის გამო გახდა. ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მერიაში აცხადებენ, რომ დაღუპულების დაკრძლვამდე კომენტარს არ გააკეთებენ.  

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა