ბაღდათში შვიდსულიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში, შვიდსულიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მრავალსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი ცეცხლის შედეგად მთლიანად განადგურდა.
ხანძრის შედეგად დაზარალებულ ჭელიძეების შვიდსულიან ოჯახს დახმარებას ბაღდათის მერია გაუწევს. მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, დაზარალებულის ოჯახი პირადად მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
მუნიციპალიტეტი დაზარალებულებს როგორც ფინანსურად, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით დაეხმარება.
ამ ეტაპზე მერია დაზარალებულის ოჯახს დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუვნელყოფს.
შვიდსულიანი ოჯახის დახმარების მიზნით ნივთების შეგროვებას საზოგადოების წარმომადგენლებიც გეგმავენ.
ავტორი: ნიუპრესი