|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

ბაღდათში წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი  გაუჩნდა, როგორც ნიუპრესს ადგილობრივებმა განუცხადეს,  ცეცხლი ხის სახლს გაუჩნდა, მასში ამ დროისათვის არავინ ცხოვრობდა, თუმცა უცნობია, იმყოფებოდა სახლში ვინმე თუ არა. 

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟები. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ჯერჯერობით ლიკვიდირებული არ არის. 

"ხანძარი ლოკალიზებულია, პირველი ჯგუფი გამოძახებიდან ერთ წუთში იყო ადგილზე, სახლი უკვე მთლიანად ხანძარში იყო, რაც შეეხება დაზარალებულებს, ამ დროისათვის ინფორმაცია არ გვაქვს, სახლში იმყოფებოდა თუ არა ვინმე. ამის შესახებ ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ გახდება ცნობილი"- განაცხადეს  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა