|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ქალის ცხედარი იპოვეს

ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ნაპოვნია კიდევ ერთი დამწვარი ქალის ცხედარი. 

  ამ დროის მონაცემებით,  აღუპულია დედა ოთხმცირეწლოვან შვილთან ერთად, არსებული ინფორმაციით, ქალი ორსულად იყო. მეექვსე გარდაცვლილი ოჯახის ახლობელი ქალია. 

 როგორც დაღუპული ბავშვების მამა ამბობს, ოჯახის წევრები სახლში დაძინებულები დატოვა, თვითონ და დედამისი კი გარეთ იყვნენ გასულები.  

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ცხედრები ექსპერტიზაზე გადაყვათ.

თითქმის სრულდადაა დამწვარი ორსართულიანი სახლი,  დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობი.

ოჯახი სახლში თვითნებურად იყო შესახლებული, ისინი სოციალურად დაუცველები იყვნენ.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა