|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მცენარეების შეწამლვა მომართვის საფუძველზე ხდება"

„ნიუპრესზე“ გასულ მასალას ქალაქის მერი გამოეხმაურა. შოთა მურღულიას განცხადებით, ბზის ალურას საწინაამდეგო სამუშაოებს  შპს  „ქალაქ სერვისი“ ახდენს, რომელიც რამდენიმე დღეა  მუშაობს და ობიექტებზე მომართვის საფუძველზე გადის.

შპს  „ქალაქ სერვისს“ ქალაქში მცენარეების მოვლა-პატრონობაზე აქვს ვალდებულება აღებული.  კომპანიის მმართველის  დავით ბეშკენაძის განცხადებით,  სამუშაოებს სამი ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფი ასრულებს. 

„ბაგა-ბაღების გაერთიანებამ მიმართა მერიას, რომ მომხდარიყო მათ ეზოებში მდებარე ხეების შეწამვლა. გუშინ დავიწყეთ და დღეს დავასრულებთ. შემდგომ, ალბათ, სკოლებზე გადავალთ. ამასთან ერთად შეწამვლა ხდება ქალაქში. ჩემი აზრით, ვერტმფრენით შეწამვლა გაცილებით მოსახერხებელი იქნებოდა, მაგრამ არამგონი მსგავსი ტექნიკა არსებობდეს“,- განაცხადა დავით ბეშკენაძემ.

ბეშკენაძის  განცხადებით, შპს მომსახურებაში დამატებით თანხას არ იღებს,  თუმცა ამბობს, რომ სამუშაოების ბოლოს მერია დაახლოებით 200 ლარს დაურიცხავს, რაც წამლის შესაძენად დაიხარჯა.

„მე მიყვარს ქუთაისი და ამ სამუშაოებს უანგაროდ ვასრულებ, ალბათ 200 დააახლოებით ლარს დამირიცხავენ“-განაცხადა ბეშკენაძემ

სამუშაოებს ერთი ჯგუფი, სამი ადამიანი  ასრულებს. მათ მიერ მხოლოდ შეწამლვა მიმდინარეობს და არ ხდება მცენარტეების გასხვლა და დაწვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა