|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აბრაამ საპირის სახელობის ქართულ-ებრაული ურთიერთობების ცენტრი გაიხსნა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბრაამ საპირის (სეფიაშვილის) სახელობის ქართულ-ებრაული ურთიერთობების ცენტრი გაიხსნა.
 
აბრაამ საპირის სახელობის ქართულ-ებრაული ურთიერთობის ცენტრი წარმოადგენს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ და ებრაულ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების განმტკიცებას, დიასპორულ კავშირების მოძიებასა და განვითარებას.
ცენტრი იმუშავებს როგორც საკომუნიკაციო, საინფორმაციო და კულტურულ-საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ადამიანებს - მკვლევრებს, სტუდენტებს, დიასპორის წარმომადგენლებსა და კულტურის სფეროს მოღვაწეებს
დღესვე უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ქართულ-ებრაული ურთიერთობები - წარსული და თანამედროვეობა“.  
კონფერენციის მუშაობაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ქუთაისის ს ოფიციალური გახსნის ცერემონიალს ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი დაესწრო.საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ და პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ მიიღეს მონაწილეობა. ცენტრის ოფიციალურ გახსნის ცერემონიალს ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი დაესწრო.

ავტორი: