ბათუმელი სპორტსმენების სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
ხმაური იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან. სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმელი სპორტსმენების ახლობლებსა და მანდატურებს შორის მოხდა.
დაკავებულების ოჯახოს წევრებს სასამართლოს ეზოში ბანერის გაშლა სურდათ, რის უფლებასაც მათ მანდატურები არ აძელვდნენ.
მათი თქმით, შვიდი ახალგაზრდა უკანონოდაა დაკავებული და მათ მხარდასაჭერად შეირკიბნენ.
მოგვიანებით მათ ბანერის გაშლა შეძლეს.
საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებშიც მიმდონაროებს.
შეგახსენებთ, შვიდივე დაკავებულს გამოძიება 225-ე მუხლით ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა 12 აპრილს, ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ 3 პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.
დაკავებულები, ძმები წულუკიძეები და ჭელიძეები ნამახვანის აქციაზე რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ქუთაისში რამდენიმე აქცია გაიმართა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი