|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბავშვის ღირსება ხელშეუხებელია" -იმერეთის პოლიციის დეპარტამენტთან აქცია გაიმართა

"ამ სისტემის დედაც", "ბავშვის ღირსება ხელშეუხებელია"-იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტთან აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს და არსებული სამართლებრივი სისტემა დაგმეს.

"ვგმობთ, მომხდარ ფაქტს, მწუხარებას გამოვხატავთ და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახს. ამასთან, ვაპროტესტებთ არსებულ მავნე სამართლებრივ სისტემას. მსგავსი ფაქტები არ უნდა მოხდეს და ამისთვის სისტემა უნდა შევცვალოთ"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. მათი თქმით, პროტესტი აქციების სახით გაგრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა