ბესიკ ივანაშვილს ბრალის დადასტურების შემთხვევაში 8-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება
საჩხერეში არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბესიკ ივანაშვილს ბრალი 141-ე მუხლის, მე-2 ნაწილით ედება, რაც წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედებას გულისხმობს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ივანაშვილს 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც ადვოკატი ავთანდილ ბუცხრიკიძე აცხადებს, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ვარაუდობს, რომ მისი დაკავება ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება, თუმცა კითხვაზე, რატომ წაუყენებს ბრალი სხვა დანაშაულში "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ პირს, ამბობს, რომ ამაზე ჯერ არ საუბრობენ.
ადვოკატის თქმით, საქმის მასალებს სრულად არ გაცნობია. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას, სასამართლო ხვალ გაიმართება. სხდომა დახურული იქნება და ონლაინრეჟიმში გაიმართება. რა ოდენობის გირაოს შუამდგომლობას გამოიყენებს დაცვის მხარე ჯერ არ იციან. ადვოკატი თქმით, ეს სასამართლოს მიხედვით გადაწყდება.
ივანაშვილი ქუთაისში წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ის პოლიციამ გუშინ დააკავა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი