|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიზნესის მხრივ მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერ ქვეყნად შვეიცარია დასახელდა

მსოფლიოს კონკურენტუნარიანობის ცენტრის IMD-ის მიერ წარდგენილი World Talent-ის ანგარიშის მიხედვით, შვეიცარია მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი ქვეყანაა ბიზნესის მხრივ. 
IMD-ის ანალიტიკოსებმა 61 ქვეყნის ეკონომიკა შეისწავლეს და გაითვალისწინეს ისეთი კრიტერიუმები, როგორებიც არის ქვეყნის მიერ განათლებასა და ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები, ქვეყანაში მასწავლებლებისა და ლექტორების რაოდენობა, შრომის ბაზარზე ქალთა რაოდენობა, მომსახურებისა და პროდუქციის ფასები, ცხოვრების ხარისხი, ხელფასის ოდენობა და უცხო ენის ცოდნის დონე. 
რეიტინგში შვეიცარია 2007 წლიდან მოყოლებული ლიდერობს. ანგარიშის თანახმად, შვეიცარია საუკეთესო ქვეყანაა ნიჭის განვითარების, მიზიდვისა და შენარჩუნების მხრივ. 
პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ დანია, ლუქსემბურგი, ნორვეგია და ნიდერლანდები. 
რეიტინგში 45-ე პოზიცია ერგო რუსეთს, უკრაინას კი 55-ე. ბოლო ხუთეულში აღმოჩნდნენ ბრაზილია, ხორვატია, პერუ, ვენესუელა და ბულგარეთი. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი