|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბიუჯეტთან დაკავშირებულ ვერცერთ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ"

"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობა დუმილით პასუხობს. 

ინიციატივა ქუთაისის ბიუჯეტში საჯარო სკოლებისათვის დაფინანსების შეტანას უკავშირდება, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გიგა შუშანიას განცხადებით,  ქალაქის სკოლებს 50 ათასი ლარის დაფინანსების გადაცემა მათ უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში დაეხმარებათ.  საქმე  ეხება სკოლების გარე პერიმეტრის გაკონტროლებას, რისი აუცილებლობაც არასრულწლოვნებში ძალადობრივი ფაქტების გახშირებას უკავშირდება.  

რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტს,  პრესსამსახურის განცხადებით, მასში  შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს, რის გამოც პროექტის დამტკიცება იანვარში გადაიწევს.

"პროექტში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს, რის გამოც ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბერში ვერ მოესწრება. დრო გვაქვს მუშაობისათვის, ბიუჯეტის მიღების ბოლო ვადა მარტია, ამიტომ ამ დროისათვის ბიუჯეტთან დაკავშირებულ ვერცერთ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - განმარტეს საკრებულოში. 

 

 

"ყველა სკოლა ქუთაისის ბიუჯეტიდან 50 000 ლარით დაფინანსდეს"- გიგა შუშანია

ავტორი: ირინა მაკარიძე