ბოსტნეულის მყნობის ახალი ტექნოლოგიები დაინერგება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ წილკანის საკვლევ ბაზაზე ბოსტნეულის მყნობის ორდღიანი პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგზე თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დაიმყნო პომიდორი, წიწაკა და ბადრიჯანი. დემონსტრირების შემდგომ მონაწილეებს საშუალება ქონდათ თავად განეხორციელებინათ მყნობის პრაქტიკული სამუშაოები.
სემინარს ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის რაიონული საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები და მებოსტნე ფერმერები და სხვა დაინტერესებული პირები, რომელთაც სოციალური ქსელის მეშვეობით გაიარეს ონლაინ რეგისტრაცია.
ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის უფროსის, ნატო კაკაბაძის განმარტებით, აღნიშნული მყნობის ტექნოლოგიების ათვისება უმნიშვნელოვანესია ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერებისათვის, რაც უშუალოდ მავნებელ დაავადებებთან ბრძოლაზე და პროდუქტიულობის ზრდაზე აისახება.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ პერიოდულად გაიმართება სხვადასხვა აგრარური მიმართულების პრაქტიკული და თეორიული სემინარები, რის შესახებაც ინფორმაცია ცენტრის ვებ და სოციალურ გვერდებზე განთავსდება.
(R)
ავტორი: