|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა (VIDEO)

ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.  ამის შესახებ ბელგიის სახანძრო სამსახურმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.
 დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა მონაცემები გრცელდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით,  აფეთქებებას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ დროისათვის  აეროპორტი დახურულია, გაუქმებულია ყველა რეისი.  აეროპორტიდან ევაკუირებულია ყველა ადამიანი.  აფეთქება სავარაუდოდ მალბეკის სადგურთან მოხდა, რომელიც ევროსტრუქტურებთან ახლოს მდებარეობს.

ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში ორი ძლიერი აფეთქება ცოტა ხნის წინ მოხდა. 

 ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ამოქმედდა საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზი: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი