Charlie Hebdo-ს კარიკატურამ საზოგადოება აღაშფოთა
ცნობილმა ფრანგულმა სატირული გამოცემის Charlie Hebdo-ს კარიკატირამ საზოგადოება აღაშფოთა. ამჯერად გამოცემამ ხუმრობის საგნად თურქეთის სანაპიროზე გამორიყული სირიელი ბავშვის აილან კუდრის ცხედარი გახადა.
კარიკატურაზე სათაურით „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მიგრანტებო“, მკვდარი ბავშვია გამოსახული წარწერით „ასე ახლოს მიზანთან“. იქვე სარეკლამო ბანერი წარწერით „აქცია, ბავშვებისათვის ორი მენიუ ერთის ფასად“.
მეორე კარიკატურაზე ქრისტეა გამოსახული, რომელიც დამხრჩვალი ბიჭის სიახლოვეს წყალზე დადის. კარიკატურაზე წარწერაა „ეს ამტკიცებს რომ ევროპა ქრისტიანულია, ქრისტიანები წყალზე დადიან, მუსულმანი ბავშვები იძირებიან“. კარიკატურები უკვე გახდა დიდი კრიტიკის მიზეზი.
როგორც უცხოური მედია წერს, მათი ავტორი ლორან სირისოა, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში ჟურნალზე განხორციელებულ ტერაქტს ცოცხალი გადაურჩა. Charlie Hebdo –ზე თავდასხმას მაშინ 12 ადამიანი ემსხვეპლა. ლორან სირისო მხარში დაიჭრა.
წყარო:უცხოური მედია
ავტორი: