|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა სარალიძე ქუთაისის მერიას მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

ზაზა სარალიძე ქუთაისის მერიას მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. აქციაზე მის მიერ გაკეთებული განცხადება სარალიძემ  "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "აქცენტები" საუბრისას განმარტა.

მისი თქმით, ქუთაისის მერიის მაღალჩინოსანი მისი მეუღლისაგან განცხადების გაკეთებას ითხოვდა.  ზეწოლა მის დაზე ხორციელდებოდა, რომელიც ქუთაისის მერიის თანამშრომელია.

"ქუთაისის მერიის დაქვემდებარებული, ზუსტად არ ვიცი, მერი იყო თუ მერის მოადგილე, ჩემი ოჯახის წევრთან მივიდა და რაღაც კომუნიკაციის დამყარება უნდოდათ, შემოვლითი გზით ჩემთან. ისიც უთქვამთ, თქვენ და თქვენი და ხო არ გააკეთებთ რაიმე კომენტარსო. აძალებდნენ, ფაქტიურად, ამ ადამიანს, რომ ჩემს საწინააღმდეგოდ გაეკეთებინა კომენტარი... ჩემს მეუღლეს უნდა გაეკეთებინა კომენტარი ჩემი დისკრედიტაციისათვის, ასეთი იდეა მოუვიდათ თავში", -განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შვილმკვდარმა მამამ ასევე ისაუბრა მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.  "ნუ აშინებენ ამ ხალხს და ნუ აშანტაჟებენ"-განაცხადა  სარალიძემ. 

მისი თქმით, ასევე აშინებენ ზესტაფონის ფეროს თანამშრომლებს, რომ მის მხარდამჭერ აქციაზე არ წასულიყვნენ. მისი თქმით, ზესტაფონის ფეროს 100  თანამშრომელი ვაკეში გამართულ კონტრაქციაზეც კი ჩამოიყვანეს.

 

ავტორი: ნიუპრესი