|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩემს მიმართ ისმის დაჟინებული და უაზრო კითხვები, ეს დაფუძნებულია ამოგლეჯილ სიტყვებზე"

ჩემს მიმართ როცა ისმის დაჟინებული და უაზრო ეს კითხვები, ეს დაფუძნებულია ამოგლეჯილ სიტყვებზე - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

 პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მისი საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე განმარტება საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.  მისი თქმით, კითხვები ყოფილი ხელისუფლების მისამართით უნდა დაისვას.

"მე როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, არ ვამბობ, რომ საქართველო არის დამნაშავე, არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, არ ვამბობ, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი, სიტყვებს აქვს თავისი მნიშვნელობა. როგორც ჩანს, ცოტა ძნელი გასაგებია. ვამბობ, რომ იმდროინდელმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დაუშვა დიდი შეცდომა, ან ჩაიდინა დიდი დანაშაული, რის შედეგშიც ვცხოვრობთ ჩვენ, ჩვენი დევნილები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუცველი ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქეები. ჩემს მიმართ როცა ისმის დაჟინებული და უაზრო ეს კითხვები, ეს დაფუძნებულია ამოგლეჯილ სიტყვებზე. სხვა კითხვებს რატომ არავინ სვამს? მივმართავ მედიას - რატომ არ მოუსმინა იმდროინდელმა ხელისუფლებამ იმას, რასაც კარნახობდნენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები და ამას კარნახობდნენ ყოველდღიურად?. რატომ არ გამოაცხადა ხელისუფლებამ რუსეთი აგრესორად იმთავითვე? დღეს რომ მეკითხებით, იმ დროს რატომ არ გამოაცხადა და დაელოდა სამ დღეს, რომ ეთქვა, ვინ იყო აგრესორი?",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი