|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინური ვაქცინით აცრა ქუთაისის 3 ცენტრშია შესაძლებელი

ჩინური ვაქცინით სინოფარმით აცრა ქუთაისის 3 სამედიცინო ცენტრში დღეიდან უკვე დაიწყო, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის  იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგიძემ newpress.ge-ს განუცხადა. 

მისივ თქმით, სინოფარმით აცხა ხვალიდან მხარის მუნიციპალიტეტებშიც იქნება შესაძლებელი. 

"დღეიდან ქუთაისში ჩინური ვაქცინით აცრა შესაძლებელუია 3 სამედიცინო ცენტრში, ესენია:  ქუთაისის N4 პოლიკლინიკა, N1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც ტაბიძის ქუჩაზე მდებარეობს და ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური კლინიკა.  გარდა ამისა, სინოფარმით აცრა დღეს დაიწყო ხარაგაულის რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში, ხვალიდან კი ვაქცინაციის პროცესში ერთვება ჭიათურის,  საჩხერის, ბაღდსათისა და ტყიბულის ცენტრები", -განუცხადა გიორგაძემ "ნიუპრესს". 

 მისივე თქმით, ვაქცინით მარაგის განახლება მოთხოვნის შესაბამისად მოხდება.

"ეტაპობრიბად მოხდეება ვაქცინით საწყობის შევსება, პირველად დაახლოებით ათასამდე დოზა სინოფარმი შემოვიტანეთ იმერეთში, შემდეგში საჭიროებიდან გამომდინარე მოგვეწოდება'-განაცხადა გიორგაძემ. 

 შეგახსენებთ, დღეიდან საქართველოში შესაძლებელია ჩინური ვაქცინით აცრა. ვაქცინა არ არის აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.  „სინოფარმის“ მხარდაჭერის მიზნით ვაქცინით  საქართველოში პირველად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირდაპირ ეთერში აიცრა. 

 

ავტორი: ნიუპრესი