|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“ჩვენ ვიცით გასაღები სოხუმისა და ცხინვალის, ამიტომ ჩვენ უნდა დაგვიჭიროთ მხარი"- "პატრიოტებთა ალიანსი"

საქართველოს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა წინასაარჩევნო შეხვედრა ქუთაისში გამართეს. პარტიის წევრების დღეს ახალგაზრდებს "ბაგრატის ტაძრის" ეზოში შეხვდნენ.

მათი თქმით,  მხარდამჭერთა რაოდენობით "პატრიოტთა ალიანსი" პირველ ადგილზეა.

“ჩვენ ვიცით, გასაღები სოხუმისა და ცხინვალის,  ამიტომ ჩვენ უნდა დაგვიჭიროთ მხარი. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ აჭარა თურქებისგან. რატომ ვართ ამ ეზოში? დაიცავით დედა ეკლესია და დაიცავით პატრიარქი, რომელსაც ებრძვის მთელი ქვეყანა. ღიად ებრძვიან, ვითომ მეუფე პეტრები, სააკაშვილები. 110 სკამია აქ და 400 კაცი ფეხზე დგას ჩვენს შეხვედრაზე”, -განაცხადა დავით თარხან-მოურავმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი