დაკარგული ტურისტის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთვნენ
ქუთაისში მეოთხე დღეა დაკარგულ ტურისტს ეძებენ. დღეს სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთვნენ. ძებნის ოპერაცია მდინარე რიონში მიმდინარეობს.
როგორც იმერეთის ტურიზმის ცენტრში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოებში ყველა უწყებაა ჩართული.
ქუთაისში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდნენ დაკარგული ბიჭის ოჯახის წევრები. როგორც სასტუმრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ისინი თავადაც ჩაერთნენ სამძებრო სამუშაოებში.
მათ უკვე შეხვდათ ნიდერლანდების ელჩის მოადგილე, დღეს კი სამართალდამცველებს შეხვდებიან.
ოჯახი დაკარგული ბიჭის ფაქტზე ყველა ვერსიას განიხილავს, მათ შორის არ გამორიცხავენ, რომ ქალაქგარეთ იყოს გასული.
23 წლის სიიმ ვეგერი 7 მარტს გაუჩინარდა. ბოლოს ის მეგობრმა ნახა, რის შემდეგაც არ გამოჩენილა.
სასტუმროში უკვე დაბრუნდა ირანელი ტურისტი, რომელიც, ასევე შვიდ მარტს გაუჩინარდა.
ავტორი: ნიუპრესი