|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაკავებების არ გვეშინია, ამას მოყვება უფრო დიდი პროტესტი - ვარლამ გოლეთიანი [VIDEO]

დაკავებების არ გვეშინია, ამას მოყვება უფრო დიდი პროტესტი, - ამის შესახებ ვარლამ გოლეთიანმა რიონის ხეობაში აქტივისტების დაკავების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, ამ დროისათვის ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, რამდენი ადამიანია დაკავებული, 2 თუ 3 პირი. 

გოლეთიანის განცხადებით, ხელისუფლებას მოუწევს პროცესებზე პასუხისმგებლობის აღება.

"მოყვება დაკავებები და მოყვება, არ გვეშინია ამ პროცესის.  თუ ამ ტიპის ნაბიჯები გადმოიდგმება მათი მხრიდან, ამას მოყვება გაცილებით დიდი პროტესტი. მათი გადასაწყვეტია, სად მიყავთ ეს პროცესი, მოუწევთ აღება ამ პასუხისმგებლობის.

ჩვენ კანონს არ დავარღვევთ,  რაიმე ძალადობრივ ქმედებებს არ მივმართავთ, ბუნებრივია, ამიტომ ვიქნებით მშვიდობიანად და მივიყვანთ ამ ბრძოლას  ბოლომდე", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, რიონის ხეობაში ვითარება დაძაბული რჩება, გუმათჰესთან აღმართულ რკინის ჯებირთან ერთმანეთის პირისპირ იმყოფებიან ხეობის მცველები და სპეცდანიშნულების რაზმები. მცირე ინციდენტის შემდეგ პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. 

ავტორი: ნიუპრესი