დანიის დედაქალაქში 20-მდე ავტომობილი დაწვეს
ბოლო ორი დღის განმავლობაში დანიის დედაქალაქში 20-მდე ავტომობილი დაწვეს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, პოლიციამ შემთხვევები ძირითადად, კოპენჰაგენის ცენტრალურ რაიონებში დააფიქსირა.
სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ბოროტმოქმედებთან, რომლებიც შვედეთში ანალოგიურად მოქმედებენ.
როგორც ცნობილია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში შვედეთში ავტომობილების დაწვის ათობით შემთხვევა დაფიქსირდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა