|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დარწმუნებული ვარ, დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ" - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საკუთარი არჩევანი ქუთაისში, № 22-ე მეორე უბანზე გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით, არაერთი საჩივარი დაიწერა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება.

"უამრავი საჩივარი დაიწერა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. არ დავუშვებთ ამას, დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ, ეს იქნება პირველ თუ მეორე ტურში ეს ამომრჩეველმა გადაწყვიტოს. დამარცხება არ იქნება არცერთ შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ, დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ვაშაძე ქუთაისში გასულ წელს მერის არჩევნების დროს ჩაეწერა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი