დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ შშმ პირებისთვის პენსია გასაზრდელია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ შშმ პირებისთვის პენსია გასაზრდელია. როგორც დავით სერგეენკომ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, სისტემა სამედიცინოდან სოციალურ, ანუ საჭიროებაზე მორგებულ მოდელზე უნდა გადავიდეს და ამ გადასვლისას უნდა მოხდეს პენსიის თავიდან დათვლა.
”ჯანდაცვის სამინისტროს პორტფელი არ ითვალისწინებს პენსიების ან კომპენსაციის ცვლილებებს, ეს არის მთლიანად სამთავრობო საკითხი, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხი. პარლამენტის წევრებს უფრო ხელეწიფებათ ამ მიმართულებით გამოიჩინონ ინიციატივა. ჩვენ რეალურად ვასრულებთ ადმინისტრირების როლს და არა პოლიტიკის შემუშავების. თვითონ სისტემა სამედიცინოდან სოციალურ, ანუ საჭიროებაზე მორგებულ მოდელზე უნდა გადავიდეს. უნდა მოხდეს ამ გადასვლისას გადათვლა ამ ყველაფრის. ცხადია, პენსია არის გასაზრდელი, ეს მოცემულობაა”, - განაცხადა სერგეენკომ.
ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი