|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დავითობასთან" დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქუთაისში დავითობის აღსანიშნავად, სხვადასხვა, ღონისძიებაა დაგეგმილი.

დილით 10:00 სთ - დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგება მოხდება, რის შემდეგაც გელათის სამონასტრო კომპლექსში (12:00 სთ) საზეიმო წირვა  აღევლინება. მოხდება დავით აღმაშენებლის საფლავის პატივგება,  საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაის-იმერეთის ორგანიზაციის ახალი ჩოხოსნების კურთხევა. 

11:00 სთ  დაგეგმილია - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფოტო-გამოფენა ,,გალობის გელათური სკოლა’’, ასევე  11:00 სთ - ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალის ფოტო-კინო-მატიანეს მუზეუმის ფოტო-გამოფენა - ,,დავითობის აღნიშვნა ქუთაისში’’.

11:30 სთ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სულხან კუპრაშვილის საჯარო ლექცია  გაიმართება თემაზე ,,დავით აღმაშენებლის ფენომენი’’.   12:00 სთ - მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი და ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი კონცერტს გამართავს.

13:00 სთ - დავითობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ფესტივალი მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში წარსდგება.

ღონისძიება 18:00 სთ - დავითობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტით დასრულდება, სადაც ზურა კობეშავიძე და მეგობრები წარსდგებიან მსმენელის წინაშე. 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა