|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დახურული N 7 პენიტენციური დაწესებულების ნახვა მოქალაქეებს 5 დღის განმავლობაში შეეძლებათ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით,  არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, ასევე,  ნებისმიერ მოქალაქეს ამ კვირის განმავლობაში  შესაძლებლობას ექნებათ, დაათვალიერონ ყოფილი    N 7 პენიტენციური დაწესებულება, პარასკევის ჩათვლით 12 საათიდან 17 საათამდე.  

უწყების ინფორმაციით, ამისათვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვა,  რომლის ასაღებადაც უნდა მომართოთ მისამართზე: ზურაბ ანჯაფარიძის 27; ტელ.  995 32 23 12 734,   info@moc.gov.ge.  

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა N 7 პენიტენციური დაწესებულება დღეს, 2 ივლისს დახურა.

 

ავტორი: ნიუპრესი