დედის მიერ 3 თვის ბავშვზე ძალადობის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო
სოციალურ ქსელის დახურულ ჯგუფებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცემს დედა რამდენიმე თვის ბავშვს. ვიდეო ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაღებული, სადაც ბავშვი ტემპერატურით იყო შეყვანილი.
ვიდეო კადრებში ჩანს, რომ დედა სიცხიან ბავშვს ფიზიკურად უსწორდება. არსებული ინფორმაციით, მათ კლინიკა ორი დღის წინ ხელწერილის საფუძველზე დატოვეს.
კლინიკაში ადასტურებენ, რომ ეს პირები ნამდვილად იყვნენ მათთან სამკურნალოდ და მას შემდეგ, რაც დედამ გაიგო, რომ კლინიკა სოციალური სამსახურისთვის მიმართვას აპირებდა, ხელწერილის საფუძველზე სამედიცინო დაწესებულება დატოვეს.
დედა-შვილი იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ და სავარაუდოდ, ისინი სოციალურად დაუცველები არიან.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრი. უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია წივწივაძე აცხადებს, რომ სააგენტომ მომხდარის შესახებ დღეს შეიტყო, მათ უკვე მიმართეს სამართალდამცველებს და გამოძიება დაიწყო.
ნათია წივწივაძის თქმით, ისინი მდგომარეობის გასაცნობად დღესვე ეწვევიან ოჯახს და ამის შემდეგ გადაწყდება, მოხდება თუ არა ბავშვის განრიდება.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი