|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დედისგან ბავშვის განრიდების აუცილებლობა არ არსებობს" -ნათია წივწივაძე

ამ ეტაპზე ბავშვის უსაფრთხოება დაცულია და დედისგან განრიდების აუცილებლობა არ არსებობს- აცხადებენ   სოციალური მომსახურების სააგენტოში დედის მიერ 3 თვის ბავშვზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. 

იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის  ნათია წივწივაძის  თქმით,  სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა ოჯახში არსებული მდგომარეობა უკვე შეისწავლეს. 

"ამ ამ ეტაპზე ბავშვის უსაფრთხოება დაცულია და დედისგან განრიდების აუცილებლობა არ არსებობს. ბავშვზე მზრუნველობას ახორციელებენ ბებიები. დედა განმარტავს, რომ ემოციურ მდგომარეობაში იყო. ოჯახი სოციალურად დაუცველია და მათ ფინანსური მხარდაჭერა ჭირდებათ", -განაცხადა ნათია წივწივაძემ.

დედა-შვილი იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ოჯახის წევრების თქმით, მათ მომხდარის შესახებ ტელევიზიით შეიტყვეს.

არსებული ინფორმაციით, დედა-შვილმა კლინიკა ორი დღის წინ ხელწერილის საფუძველზე დატოვა. კლინიკაში ადასტურებენ, რომ ეს პირები ნამდვილად იყვნენ მათთან სამკურნალოდ და მას შემდეგ, რაც დედამ გაიგო, რომ კლინიკა სოციალური სამსახურისთვის მიმართვას აპირებდა, კლინიკა დატოვეს.

 შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა