|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დიდი ალბათობით ფულად ჯარიმას შეგვიფარდებენ, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ"

12 დეკემბერს პარლამენტის პიკეტირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულების საქმის განხილვა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრის გია თევდორაძის განცხადებით, 12 დეკემბრის აქცის რამდენიმე მონაწილის საქმეზე განაჩენი უკვე გამოცხადდა.

"ჩემი სასამართლო პროცესი ჩატარდა დღეს, ბრალდების მხარეს არ ქონდა არანაირი მტკიცებულება, როცა ჩვენ წარმოვადგინეთ ვიდეო კადრები, სადაც ნათლად ჩანს, რომ მე კი არავინ მაკავებს, თვითონ შევდივარ სპეცდანიშნულების რაზმის კორდონში. ვნახოთ, რამდენად გაითვალისწინებს სასამართლო ამ მტკიცებულებას. უკვე სამი ვერდიქტი გამოტანილია და ფულადი ჯარიმა დაუდგინდათ ჩვენს თანაგუნდელებს, 1100 და 1500 ლარის ოდენობით.  დიდი ალბათობაა, რომ ჩვენც ფულად ჯარიმას შეგვიფარდებენ, რომ ამით შეგვაშინონ და ეს გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი, თუმცა ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და მაინც მოვახდენთ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს", - განაცხადა გია თევდორაძემ.

 შეგახსენებთ, 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 16 პირი დააკავეს, მათ შორის ქუთაისელები გია თევდორაძე,  კახა მაჩიტიზე და ზურაბ კოსტავა არიან.

დაკავებულები სასამართლო პროცესი იმავე დღეს ჩაინიშნა, თუმცა გადაიდო, ხოლო დაკავებულები ადმინისტრაციული წესით გაათავისუფლეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა