|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელფების ფლეშმობი და ანიმაციური ფილმების პერსონაჟები- ქუთაისში სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება [VIDEO]

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები დილიდან დაიწყო. ცისფერყანწელთა ქუჩაზე საახალწლო ბაზრობა მოეწყო, სადაც ელფების ფლეშმობი და საბავშვო კონცერტი გაიმართა.

მთელი დღის მანძილზე ქუთაისელები ქალაქის ქუჩებში პოპულარული ანიმაციური გმირების პერსონაჟების მსვლელობები ნახავენ.  დრამერებისა და ჩასაბერი ინსტრუმენტების ჟღერადობის ფონზე, ცნობილი მულტიპლიკაციული ფილმების პერსონაჟები ზღაპრისა თუ კინო გმირები მოქალაქეებისთვის ხმაურიან  შოუ მსვლელობას მართავენ.

ქუთაისელებს ახალი წელი ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა.

"დამდეგ ახალ წელს ვულოცავ ქუთაისს და სრულიად საქართველოს, წარმატებული და ბედნიერები წელი ყოფილიყოს. წელს ქუთაისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით ხვდება, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა, რომელიც ცენტრალურ მოედანზე გალა-კონცერტითბ და ფოიერვერით დასრულდება", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

საახალწლო ღონისძიეები 22 საათზე ცენტრალურ მოედანზე კონცერტით დასრულდება, რომელშიც ცნობილი მომღერლები და ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.

ქალაქი 2020 წელს გრანდიოზული ფოიერვერკით შეხვდება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა