ემიგრანტები "რუსთავი 2" -თან დაკავშირებით სანქცირებულ საპროტესტო აქციას გამართავენ
ათენში, საქართველოს საკონსულოს წინ "რუსთავი 2" -თან დაკავშირებით ემიგრანტები სანქცირებულ საპროტესტო აქციას გამართავენ. 25 ოქტომბერს კვირას ათენში, საქართველოს საკონსულოსთან რუსთავი 2 -თან დაკავშირებით ემიგრანტები სანქცირებულ საპროტესტო აქციას გეგმავენ, სადაც საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ და მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას.
მშვიდობიანი საპროტესტო აციის ორგანიზატორებმა განცხადება სოციალური ქსელებით უკვე გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,25 ოქტომბერს, 2 სთ-ზე საქართველოს საკონსულოს წინ, ერთად მივაწვდინოთ ხმა საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა. მოგვცეს ემიგრანტებს საშუალება, ნუ შეგვიზღუდავს ხელოვნური ბარიერებით თავისუფალ სიტყვას. ჩვენ გჭირდება, ემიგრანტების - ხალხის ტელევიზია "რ უ ს თ ა ვ ი 2 !
შეკრების ადგილი: Παλαιό Ψυχικό,Ταϋγέτου 127 ( პალიო ფსიხიკო, ტაიგეტიუ 127) საქართველოს საკონსულოს წინ მიმდებარე ტერიტორია.
ავტობუსები: 550 პალიო ფალირო A7 პოლიტეხნიუ, ქ სტურნარი X14 სინდაგმა."
ავტორი: ანი ლიპარიშვილი