|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ერთად ანასთვის" - პნევმატური იარაღიდან სროლაში ტურნირი გაიმართება

28 ივნისს ანა კერესელიძის დასახმარებლად, ორგანიზაციებს შორის პნევმატური იარაღიდან სროლაში ტურნირი გაიმართება.

ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით,   ტურნირში მონაწილეობის მსურველებმა 25 დან 27 ივნისის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში (მის: წმინდა ნინოს ქუჩა #9, მესამე სართული) ან საიტზე sportkutaisi@gmail.com.

ტურნირი გაიმართება 28 ივნისს 11 საათზე ქუთაისში, ბუხაიძის 2 მკრ.#1-ა (35-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე).

სალიცენზიო თანხა შეადგენს 10 ლარს.

შეგროვილი თანხა გადაირიცხება ლეიკემიით დაავადებულ ანა კერესელიძის ანგარიშზე.

საქველმოქმედო ტურნირში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, მედლებით და თასებით.

ავტორი: