"ეს არჩევნები არ არის, ეს ძალადობრივი აფიორაა"
"ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა ნარსია "ქართულ ოცნებას" ბრალს კანონების აბუჩად აგდებაში სდებს.
საოლქო კომისიის მიერ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განუხილველად დატოვების შემდეგ, ნარსია აცხადებს, რომ ამ პროცესს საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან.
„კანონის არ მცოდნე პარტიაა, რომელიც კანონს არაფრად აგდებს და სრულიად დარღვეულია ყველა წინასაარჩევნო კანონი. ჩემს ბრალდებაზე, რომელიც მათ ტყუილებს და კანონდარღვევებს ეხებოდა, შემდეგი პასუხი გაგვცა "ოცნებამ" - რომ მათ გახსნილი აქვთ საარჩევნო შტაბებში დასაქმების საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც ხალხს ა(ა)იპებში დასაქმებაში ეხმარება. ჯერ ერთი, ეს ტყუიილია და მეორე -აშკარა კანონდარღვევა. მასიურადარღვევენ კანონს, ფაქტიურად უტიფარ საარჩევნო კამპანიას ატარებენ და ამაზე პასუხს არავინ თხოვთ. ამავდროულად ააიპებსა და სიპებში თავიანთ კოორდინატორებს ასაქმებენ და ეს მერობის კანდიდატმა ჭიღვარიამაც დაადასტურა "იმედის" ეთერში, როდესაც განაცხადა რომ ააიპებში არა 900, არამედ 300 - მდე "ოცნების" აქტივისტია დღეს დასაქმებული- ეს არჩევნები არ არის, ეს ძალადობრივი აფიორაა!"-განაცხადა ნარსიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა ნარსია, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 18 სექტემბერს ახალი საჩივრის შეტანას გეგმავს.
ავტორი: ხატია ბანძელაძე