|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გივი ჭიჭინაძე შეხვედრებს იწყებს და ასრულებს ფაროსანასთან ბრძოლაზე საუბრით“

„ეს არის აბსურდული ბრალდება, გივი ჭიჭინაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს და ასრულებს  ფაროსანასთან ბრძოლაზე საუბრით“–ასე პასუხობენ გივი ჭიჭინაძის საარჩევნო შტაბში სერგო რატიანის განცხადებას.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდება თითქოს გივი ჭიჭინაძე, მოსახლეობას თხილის ამოთხრას ურჩევს, აბსურდულია და წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებენ.  

„ეს არის სულელური ბრალდება, უამრავი სიუჟეტი არსებობს იმის დასამტკიცებლად, თუ რას ამბობს გივი ჭიჭინაძე მოსახლეობასთან შეხვედრაზე. საუბარი იწყება სწორედ, ფაროსანასთან ბრძოლაზე და მთავრდება ამით. ამასთან, სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო სპეციალურად ჩასული ვანსა და ხონში ამ თემაზე სასაუბროდ, პრემიერ–მინისტრმაც, როდესაც გივი ჭიჭინაძე წარადგინა, ფაროსანასთან ბრძოლაზე დაიწყო საუბარი, მეტი რა მტკიცებულება უნდათ, ან საიდან მოიტანეს ასეთი ბრალდება? მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკაა უკვე შესული. ეტყობა, ეს დაინახეს და ვერაფერი, რომ ვერ მოიგონეს ამაზე დაიწყეს საუბარი. ვურჩევ მათ, გავიდნენ ვანში, ხონში, ან სხვა რაიონში, არსად, რომ არ ყოფილან და ნახონ, რომ უკვე შეყვანილია ტექნიკა“, –განაცხადა პრესსამსახურმა.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატინამა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ გივი ჭიჭინაძე მოსახლეობას ფაროსანას მიერ დაზიანებული თხილის ამოთხრას ურჩევს.

 გივი ჭიჭინაძე ვანისა და ხონის რიგგარეშე არჩევნებში "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატია. მის მთავარ მოწინააღმდეგეს "ევროპული საქართველოს" კანდიდატი გიგი უგულავა წარმოადგენს.

 

"გივი ჭიჭინაძე ფაროსანას გამო მოსახლეობას თხილის ამოთხრას ურჩევს"

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი