ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ქუთაისში მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს
"გზა ევროპისკენ"-ამ მოწოდებით გაიმართა აქცია ქუთაისში. მოქალაქეეები, არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.
მათ ცოცხალი ჯაჭვით ევროპული არჩევანი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ საქართველოს გზა ევროპაშია.
მათი თქმით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ აქვს, უნდა გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა და არ აღმოჩნდეს რუსეთის გავლენის ქვეშ. "დღეს შევიკრობეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ევროპას ჩვენი ხმა და ვთქვა, რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.
ჩვენი არჩევანი არის უალტერნატივო, საქართველი უნდა დაბრუნდეს შინ, უნდა დაბრუნდეს ევროპაში. ახლა, ისე როგორც არასდროს, უნდა დავდგეთ ერთად, ჩვენთვის ჩვენი შვილებისთვის ეს აუცილებელია "-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა