"ევროპის დღეები 2019"-ის ფარგლებში ქუთაისში საჯარო ლექცია გაიმართება
"ევროპის დღეები 2019"-ის ფარგლებში, 4 მაისს ქუთაისში, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) გაიმართება.
ლექციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი გიორგი ჩიტაძე ჩაატარებს.
ლექციის პარალელურად მოეწყობა საინფორმაციო კუთხე და შედგება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია, რომელსაც ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ევროპის დღეები ხორციელდება სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით.
ღონისძიება წერეთლის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (პირველი კორპუსი, მეორე სართული) 13:00 სთ-ზე დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი