ფინკა ბანკში 2020 წლის ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო [R]
ფინკა ბანკში 2020 წლის ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. ყოველ თვე 100 ყველაზე აქტიური მომხმარებელი, ვინც თვის ჭრილში ყველაზე მეტი მოცულობის გზავნილი მიიღო/გააგზავნა, საჩუქრად 20, 30, 50 და 100 ლარს მიიღებს.
5 თებერვლიდან 5 მაისამდე პერიოდში ვინც ფინკა ბანკში მიიღებს ან/და გააგზავნის საერთაშორისო ფულად გზავნილს ის ავტომატურად ჩაერთვება გზავნილების აქციაში და მიიღებს დამატებით საჩუქრებს: უფასო ტელეფონ-ბანკს, მულტი-სავალუტო ანგარიშის უფასოდ გახსნასა და საუკეთესო კურსს ვალუტის კონვერტაციაზე.
„2020 წელს ფულადი გზავნილების ახალი კონცეფციისა და უფრო დიდი მასშტაბის კამპანიას ვიწყებთ. ყოველ თვე 100 ყველაზე აქტიურ მომხმარებელს ფულადი პრიზით დავაჯილდოვებთ. ასევე, ფინკა ბანკში ფულადი გზავნილებით მოსარგებლეთათვის მომსახურების პროცესი კიდევ უფრო გავამარტივეთ - ტელეფონ-ბანკში ჩართვის შედეგად მომხმარებლებს საშუალება ექნებათ შემდეგი გზავნილი ბანკის ფილიალში ვიზიტის გარეშე მიიღონ. ტელეფონ-ბანკის სერვისით მომხმარებლები დაზოგავენ დროს და დისტანციურად მიიღებენ ფულად გზავნილს. ფულადი გზავნილების საგაზაფხულო აქცია 5 თებერვალს დაიწყო და 5 მაისამდე გაგრძელდება“, განაცხადა თამარ სოფრომაძემ, საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
*აქცია ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო ფულად გზავნილებზე. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფინკა ბანკის ვებ გვერდზე www.FINCA.ge
ავტორი: ნიუპრესი