,,გადაუღებლად წვიმს" - მესხიშვილის თეატრში პრემიერაა
მესხიშვილის თეატრში ლილი ბურბუთაშვილის სპექტაკლის ,,გადაუღებლად წვიმს" საპრემიერო ჩვენება გაიმართება.
რეჟისორი მესხიშვილის თეატრში 30 წლის პაუზის შემდეგ წარმატებული სპექტაკლის დადგმის ამბიციით ბრუნდება.
"ძალიან მინდოდა ქუთაისში სპექტაკლის დადგმა. 30 წლის წინ აქ დავდგი დათო ტურაშვილის პიესა "ერთ მშვენიერ დღეს" .ეს დათო ტურაშვილის პიესის პირველი გასცენურება იყო. ახლა მაია კუკულავას პიესა ავიღე, პრემირებული პიესაა, დადგმულია თბილისში უკვე, მინდა ქუთაისმა ვაჯობოთ თბილისს. საინტერესო მსახიობები თამაშობენ, სწორედ მათთან მქონდა ურთიერთობა 30 წლის წინ, "-აღნიშნა სპექტაკლის რეჟისორმა ლილი ბურბუთაშვილმა.
სპექტაკლში მესხიშვილის თეატრის მსახიობები დათო როინიშვილი, ენდი ძიძავა, ზაზა კილასონია მონაწილეობენ.
მსახიობების განცხადებით, პიესა თანამედროვე ცხოვრებაზეა, პერსონაჟებს შორის კი მაყურებელმა შეიძლება საკუთარი თავიც ამოიცნოს.
სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება 6, 7 და 9 თბერვალს გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი