გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს
დღეს ჩვენ შეგვაქვს სასამართლოში სარჩელი. გამოვიკვლიეთ ყველა ფაქტობრივი გარემოება და ვითხოვთ სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას! - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკვე მომზადდა სარჩელი, რომლითაც სასამართლოს დღეს მიმართავენ. მისი თქმით, მათ მოთხოვნა საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლს ემყარება, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას ეხება.
ვაშაძემ მაგალითად კარტოფილის, ხახვის, მეორადი ტანსაცმლის დარიგება, ასევე მოქალაქეებისათვს ვალების ჩამოწერის დაპირებაც დაასახელა. მისი თქმით, ვიდეო მტკიცებულებები სასამართლოში იქნება წარდგენილი.
ოპოზიცია მაღალი თანამდებობის პირების, პრემიერის და თბილისის მერის მიმართ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო, სისხლის სამართლის საქმის აღიძვრასაც ითხოვს.
შეგახსენებთ, საპრეზიდენრტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დაგეგმილი. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
ავტორი: ნიუპრესი