|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბანში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ექვსი დაავადების უფასო სკრინინგ აქცია ჩატარდა

გარდაბანში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის, წითელი ჯვრის საზოგადოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ექვსი დაავადების უფასო სკრინინგ აქცია ჩატარდა. 

უფასო სამედიცინო კვლევების მიმდინარეობას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვახტანგ გაგუა და გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა გოგოლაძე ადგილზე გაეცნენ.

მობილური კლინიკა გარდაბნის „ჯეო ჰოსპიტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამი დღის მანძილზე იყო განთავსებული, მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ტუბერკულოზზე, ჰიპერტენზიაზე, აივ/შიდსზე, c ჰეპატიტზე, დიაბეტზე და კოვიდ 19-ზე სამედიცინო გამოკვლევა სრულიად უფასოდ ჩაიტარებინა.

მაღალტექნოლოგიური უფასო სამედიცინო კვლევებით, 200-მდე ადგილობრივმა ისარგებლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა