|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის გუნდი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონია

საქართველოს პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა
ასპარეზობა სრული ტრიუმფით დაასრულა.
რუსთავში მიმდინარე 23-წლამდელთა ტურნირზე, ათი წონითი კადეგორიიდან, ხუთ წონაში ჩემპიონობა გარდაბნელებმა მოიპოვეს.
აკაკი ოსიაშვილი-55 კგ
დავით სოლოღაშვილი-77კგ
ბექა მელელაშვილი-87 კგ
გიორგი ქაცანაშვილი-97 კგ
გიორგი ცოფურაშვილი-130 კგ
ბრინჯაოს მედლის მფლობელები:
ავთო ბიძინაშვილი-||| ადგილი
რატი კანდელაკი-||| ადგილი
აღნიშნული შედეგებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა საქართველოს პირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
 
„წარმატებას და კარიერულ წინსვლას ვუსურვებ თითოეულ სპორტსმენს, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის სახელით სხვადასხვა სპორტულ სახეობაში ასპარეზობენ. ამაყი ვარ, იმ შედეგებით რასაც მრავალი წლის მანძილზე ქვეყნისა და მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი სპორტსმენები, თავდაუზოგავი შრომით აღწევენ“ - გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი
შეხვედრის თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ სპორტული ცენტრი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა