|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაზპრომთან" შეთანხმება მიღწეული არ არის"

 ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, "გაზპრომთან" შეთანხმება არ არის მიღწეული. როგორც კალაძემ გუშინ, არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "გაზპრომთან" მომავალი შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მოლაპარაკებებში პოლიტიკურ კონტექსტს, კალაძემ აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებებში იმ მოცულობებზე, რაზეც დღეს საუბარი მიმდინარეობს, არანაირი პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს.

" მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ გარკვეული წლების განმავლობაში უკვე გვაქვს ურთიერთობები "გაზპრომთან" ყოველწლიურად. ასევე, ელექტროენერგიის ყიდვის თვალსაზრისით და საკმაოდ კარგი და მეგობრული ურთიერთობებია ამ მიმართულებით. ეს არის ურთიერთობები, რომელსაც ჩემი წინამორბედი მინისტრები გარკვეული სირთულის მიუხედავად აშენებდნენ. ნამდვილად არ ვაპირებ დღეს ჩემი დღევანდელი პოზიციიდან გამომდინარე, ეს ურთიერთობები ვიღაც ან რაღაცების ხარჯზე დავანგრიო", - განაცხადა კალაძემ. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, ის არის ამ დარგის ხელმძღვანელი და პასუხისმგებელია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებზე. " - ჩემი და სამინისტროს თითოეული თანამშრომლის პირადი ვალდებულება და მოვალეობაა, უზრუნველყოფა მოვახდინოთ იმ მოთხოვნების, რომელიც საზოგადოებაშია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის თვალსაზრისით", - განაცხადა კალაძემ.

წყარო: bpn.ge

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა