გენმოდიფიცირებული ორაგული, შესაძლოა, პირდაპირ ხმელეთზე მოაშენონ
ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად მზარდი გენმოდიფიცირებული ორაგული ამერიკის ბაზარზე გამოდის. ამერიკელმა ჩინოვნიკებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული ორაგულის რეალიზაციის თანხმობა გასცეს. აღნიშნული პროდუქტი სპეციალურად შექმნილია საკვებად გამოსაყენებლად. გენმოდიფიცირებული ორაგულის უკან დგას კომპანია AquaBounty, რომელმაც ოფიციალურ ინსტანციებში თანხმობის მიღემის განაცხადი, თითქმის 20 წლის წინ შეიტანა.
გენეტიკური მოდიფიკაციის მოწინააღმდეგები შიშობენ, რომ თევზი არა მარტო ადმიანისთვის იქნება საშიში, არამედ სხვა თევზებისთვისაც, თუ იგი თავისუფლებაზე მოხვდება. ჯერჯერობით მოდიფიცირებული ორაგულის მოშენება ნებადართულია კანადასა და პანამაში სპეციალურ რეზერვუარებში. თევზი თავდაპირველად იქნება სტერილური, რათა ველურ ბუნებაში გამოირიცხოს შეჯვარება, გენეტიკური მუტანტის რეზერვუარის ფარგლებს გარეთ შემთხვევით მოხვედრის პირობებში.
ზოგადად, ეს არის წყნარი ოკეანის ჩავიჩას გენჩანერგილი ატლანტიკური ორაგული. ეს გენი თევზის ზრდას აჩქარებს.
კომპანია AquaBounty-ის აზრით, პერსპექტივაში, თევზის მოშენება შესაძლებელი იქნება პირდაპირ ხმელეთზე, დიდი ქალაქების გვერდით, თუმცა საფიქრებელია რამდენად მოისურვებენ მომხმარებლები გენმოდიფიცირებული თევზის მიღებას.
წყარო: mkurnali.ge
ავტორი: ნიუპრესი