|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანია მიგრანტებისათვის გახსნილი ქვეყანა ხდება

2 ოქტომბერს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფისში  საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენელთა შეხვედრა შედგა, რომელმაც შრომითი მიგრაციის ლეგალიზაციის თაობაზე მრავალწლიანი დებატები უნდა დაასრულოს. 

შეხვედრის მონაწილეებმა მიაღწიეს შეთანხმებას იმ კანონის შესახებ, რომელიც გადააქცევს გერმანიას მიგრანტების ქვეყანად, ისეთად, როგორიცაა მაგალითად, აშშ ან კანადა.

ამის მთავარი მიზეზია გერმანიაში კადრების დეფიციტი - ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილია, ვიდრე მოთხოვნა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ხორსტ ზეეხოფმა განაცხადა, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტი ხდება სულ უფრო მწვავე  პრობლემა  გერმანიის ეკონომიკისათვის.

„შიდა რეზერვების ხარჯზე ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძებელია, ჩვენ არ გვყავს საკმარისი სამუშოა ძალა. ასევე არ გვყოფნის ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამომსვლელი მიგრანტები. საჭიროა იმიგრაცია მესამე ქვეყნებიდან. რა თქმა უნდა საუბარია განათლებულ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ მაღალი სამუშაო კვალიფიკაცია. დღესაც ბევრ მათგანს გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ გერმანიაში ლეგალურად ჩამოსვლა. ახალი კანონი მისცემს ამის საშუალებას ყველას ვისაც ექნაბა გერმანიაში აღიარებული მოწმობა პროფესიული კვალიფიკაციის შესახებ“  - თქვა მინისტრმა. 

 

დღესაც, გერმანიაში შეუძლიათ ლეგალური დასაქმება დეფიციტური პროფესიის სპეციალისტებს, მაგალითად, მოხუცების მომვლელებს. ახალი კანონი მოხსნის ყველანაირ პირობებს და შეზღუდვებს, თუმცა ქვეყანაში დარჩენის მეტი შანსი ექნებათ იმათ, ვინც ფლობს გერმანიის ეკონომიკსთვის უფრო სასაგებლო პროფესიას. 

ამ პროფესიების ჩამონათვალი გამოქვეყნდება სპეციალური საიტზე.

ამავე დროს მთავრობა იტოვებს უფლებებს გააუქმოს შეღავათები ამა თუ იმ პროფესიის ადამიანების მიგრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკის შესაბამის დარგში მოხვდება ვარდნა.

ქვეყანაში ლეგალური დასაქმების კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა გერმანული ენის ცოდნა. ასევ გათვალისწინებული იქნება იმიგრანტის ასაკი.

შრომის მინისტრმა ჰუბერტუს ჰაილმა განაცხადა, რომ არაა აუცილებელი ენის კარგად ცონდა. საკმარისია ფლობა იმ დონეზე, რომ შესაძლებელი იყოს სამუშაოს შესრულება.

„მზარეულმა უნდა იცოდეს ერთი, სანტექნიკმა მეორე. ჩვენ ვიმედოვნებთ რომ სხვადასხვა ქვეყნებში არსებული გოეთეს ინსტიტუტის ფილიალები გახსნიან შესაბამის კურსებს. სასურველია, რა თქმა უნდა, რომ იმიგრანტს უკვე ჰქოდნეს შეთანხმება გერმანულ კომპანიასთან დასაქმების შესახებ - ეს ბევრად გაამარტივებს პროცედურებს, თუმცა აუცილებელი არაა. თუ ადამიანს ჯერ არა აქვს სამუშაო, მას ექნება 6 თვე დასაქმებისთვის თავისი კვალიფიკაციის შესაბამისად. მაგრამ მას არ ექნება სოციალური შემწეობა - მთელი ეს პერიოდი მან თავად უნდა ირჩინოს თავი. მას შეუძლია ამისთვის იმუშაოს დროებით, ან მიიღოს სტიპენდია რომელიმე ფონდისგან“  - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება შრომითი კვალიფიკაციის აღიარებას, შრომის მინისტრის თქმით, პროცედურა მაქსიმალურად გამატივდება.

„საკმარისი იქნება,  რომ სპეციალისტმა პრაქტიკულად დაგვისაბუთოს თავისი კვალიფიკაცია, იმისთვის, რომ მან დაიწყოს მუშაობა თავისი სპეციალობით“  - ამბობს ჰუბერტ ჰაილი.

ამ კანონში ერთ-ერთი ყველაზე რთული თემაა - ვიზების გაცემა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ეს არის ურთულესი საკითხი, რადგანაც უნდა გამოირიცხოს არალეგალური მიგრაციის ზრდა.

„ასევე მოსალოდნელია ვიზების აღების მსურველთა მატება და ამიტომაც,  ჩვენ უნდა გავზარდოთ პერსონალი საკონსულოებში“ - განაცხადა ხორსტ ზეეხოფმა.

 

dw.com

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა