„როგორ აპირებთ ერთ სივრცეში „მაკდონალდსის“, სასტუმროსა და ეკლესიის აშენებას“?
ქუთაისის მერის განცხადებას ცენტრალურ მოედანთან „მაკდონალდსის“ რესტორნის, სასტუმროსა და ეკლესიის მშენებლობის შესახებ, საკრებულოზე დეპუტატების შენიშვნები მოყვა.
საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატის გია უკლებას განცხადებით, გაურკვეველია 1400 კვ. მეტრზე, როგორ განთავსდება „მაკდონალდსი“, სასტუმრო და ეკლესია.
„თქვენ ამბობთ, რომ აშენდება „მაკდონალდსი“, ასევე სასტუმრო, მესამე ეტაპზე აიგება ეკლესია, ისე რომ შენარჩუნდება საათი და კიბეც. ბატონო შოთა, როგორ აპირებთ ერთ სივრცეში ამ ყველაფრის დატევას? ვერ მიიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რითაც ყველა კმაყოფილი დარჩება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მშენებლობა მიმდინარეობს ისე, რომ თქვენმა უმრავლესობამაც არ იცის ამის შესახებ“, -განაცხადა გია უკლებამ.
მერის განმარტებით, პირველ ნაწილში აშენდება „მაკდონალდსი“, რომელიც, რაღაც ფორმით დაუკავშირდება ამავე კომპანიის მიერ მეორე ნაწილში აგებულ სასტუმროს, მესამე ნაწილში კი აიგება ეკლესია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი