გიგა შუშანია რეგიონის ხელისუფლებას საგანგებო შტაბის შექმნისაკენ მოუწოდებს
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია ადგილობრივ ხელისუფლებას კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობაში ადანაშაულებს. ის რეგიონის და ქალაქის ხელისუფლებას საგანგებო შტაბის შექმნისაკენ მოუწოდებს, რომელიც სადენზიფექციო სამუშაოების ჩატარებას გააკონტროლებს და მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდის.
"თურმე მძღოლებმა და გადამზიდავებმა თვითონ უნდა გააკეთონ დეზინდექცია. მოვუწოდებ, რომ სწორედ მერიამ და გუბერნიამ უზრუნველყონ სადენზიფექციო სამუშაოების ჩატარება და საგანგებო შტაბის მეშვეობით გააკონტროლონ, რომ ყოველ დილით და საღამოს მოხდეს სამუშაოების ჩატარება".
შუშანიას თქმით, იმერეთი და ქუთაისი ვირუსის გავრცელების სარისკო არეალში მდებარეობს, რის გამოც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის დეზინფიცირება.
ავტორი: ირინა მაკარიძე