გიორგი არაბიძის ორი გოლით ქუთაისის „ტორპედომ“ გამარჯვება მოიპოვა
ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ქუთაისის ტორპედომ ფოთის კოლხეთს დრამატულ ბრძოლაში 3:2 მოუგო. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ტორპედოს გამარჯვება გუნდის კაპიტნის გიორგი არაბიძის დამსახურებაა, რომელმაც ფანტასტიკური თამაში ჩაატარა.
მან მოწინააღმდეგის კარში ორი დასამახსოვრებელი გოლი გაიტანა.
ტორპედომ ამ მოგებით 9 ქულა დააგროვა, რითაც მე-4 ადგილზეა და მომდევნო ტურში 7 აპრილს, გაგრას შეხვდება, ხოლო კოლხეთი 8 ქულით მეხუთეა და მომდევნო ტურში იბერია 1999-ს დაუპირისპირდება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 77.78%
არა - 22.22%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა