|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ჭიღვარია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დუმილს ამჯობინებს

ქუთაისის მერი, რომელიც ამავე დროს  "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეა, არჩევნებთან დაკავშირებით საუბარს თავს არიდებს. 

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში რეგიონების წარმომადგენლებთან გამართული გუშინდელი შეხვედრის შემდეგ "ნიუპრესი" არჩევნების შედეგების შეფასებასა და მეორე ტურის სამზადისთან დაკავშირებით გიორგი ჭიღვარიასთან გასაუბრებას შეეცადა, რისთვისაც მის პრესამსახურს დავუკავშირდით, შეთანხმებისამებრ კი,  საღამოს "თეთრი ხიდის" გახსნის ცერემონიის დაწყებამდე თავად გიორგი ჭიღვარიას მივმართე კითხვით, თუმცა მან საუბარი არ ისურვა.

შეგახსენებთ, ქუთაისში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე  ჭიღვარიას კონკურენტი იყო. 

გამარჯვებული პირველ ტურში ვერც მაშინ  გამოვლინდა და მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო, თუმცა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი "ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე