|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გიორგი ჭიღვარია ისევე დამაჯერებლად გაიმარჯვებს 12 ნოემბერს, როგორც პირველ ტურში"

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის შტაბი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  ქუთაისის საარჩევნო შტაბი მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს და ამომრჩევლებს პარტიისა და მერობის კანდიდატის სამომავლო გეგმებს აცნობს. არჩევნების პირველი ტური, რომელიც გაიმართა  მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, აბსოლუტურად გამჭირვალედ და თანაბარ პირობებში ჩატარდა.  მონაწილე კანდიდატებს  საშუალება ჰქონდათ თავისუფლად  ეწარმოებინათ  საარჩევნო კამპანია, ასევე მინიჭებული ქონდათ თანაბარი სატელევიზიო  ეთერის გამოყენების საშუალება.  

 არჩევნების დემოკრატიულად და სამართლებრივად  ჩატარებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ქუთაისის საოლქო სააჩევნო  კომისიის, ისევე როგორც პირველი ინსტანციისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული ოპონენტი პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივრები.

 რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ვაცხადებთ, რომ ქალაქ  ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია ისევე  დამაჯერებლად გაიმარჯვებს 12 ნოემბერს, როგორც პირველ ტურში.  21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგმა  გვაჩვენა, რომ  სხვაობა მეორე ადგილზე გასულ  „ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობის“ კანდიდატსა და  მმართველი გუნდის კანდიდატს  შორის  22 %-ს  შეადგენს.  ყოველივე ზემოაღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ ქუთაისის მოსახლეობა ნდობას  უცხადებს  მმართველ  პარტიას და მის  კანდიდატს  გიორგი  ჭიღვარიას", - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში". აღნიშნული განცხადებიც შტაბი "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს გამოეხმაურა. 

შეგახსენებთ,  თვითმმართველობის არჩენების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. ქუთაისში მეორე ტურში  "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია (49%) და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე (27%) გადავიდნენ.  მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტისა, არსებული კანონის თანახმად, საარჩევნო ბიულეტენში მათი კანდიდატის სახელი მაინც იქნება.

ავტორი: ნიუპრესი