|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაიამ "მაკდონალდსის" წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურაში შეიტანა [VIDEO]

 ქუთაისში მაკდონალდსის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა  "თ. და კ. რესტორნების" წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურაში შეიტანეს.

პარტიის "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრები და  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კომპანიის მიერ ხელშეკრულების პირობების დადგენას აპროტესტებენ.

საქმე ეხება 2010 წელს ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე გახსნილი რესტორნის ხელშეკრულების დეტალებს.  გოგი წულიას განცხადებით, ქალაქის მერიამ განაცხადა, რომ იმ დროს გაფორმებული ხელშეკრულებით მაკდონალდს პირგასამტეხლო არ ეკისრებოდა და არც ვადები იყო მითითებული, თუმცა მათ მიერ  გამოთხოვილი დოკუმენტით გაირკვევა, რომ კომპანიას ქალაქისათვის პირგასამტეხლოს სახით ყოველ გადაცილებულ დღეზე თანხის 0,1% უნდა გადაეხადა. ხოლო რაც შეეხება ძირითდ თანხას -20 ათას ლარს, ის კომპანიას 30 თვეში უნდა დაეფარა. წულაიას განმარტებით, დარღვეულია ხელშეკრულების ორივე პუნქტი.  სარჩელის ავროტები პროკურატისაგან  სწორედ ამ საქმის დეტალების სამართლებრივ შეფასებას ითხოვენ. 

  წულაიას განცხადებით, კომპანია, რომელიც ქალაქს ასეთი მნიშვნელოვანი თანხით აზარალებს, მას არ უნდა მიეცეს მეორე რესტორნის  აშენების შესაძლებლობა. მისი თქმით, ამის უკან კორუფციული გარიგება იფარება და ჭყონიას და მის კომპანიას ქუთაისის თვითმმართველობას ლობირებს.

 

 

ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. მერიის წარმომადგენლის განცხადებით, ""მაკდონალდს" ვალდებულებები შესრულებული აქვს, შესაბამისი დოკუმენტაციაც გადაეგზავნა წულაიას.  რადგანაც არ ჯერა, კარგია, რომ პროკუტატურას მიმართა." 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა